დავით ვოლკოვმა მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანის პრემიერლიგაში თავისი მე-4 გოლი გაიტანა. მე-8 ტურში „ზირემ“, რომელშიც ქართველი ფორვარდი გამოდის აუტსაიდერ „ქიაფაზი“ მიიღო და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა.
ვოლკოვი თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო და 57-ე წუთზე მეტოქის კარი აიღო- მარჯვნიდან საჯარიმოში შეჭრილი თანაგუნდელის გაკეთებულ პასს შორეულ ძელთან დახვდა და თავით ბურთი კარში გაგზავნა. მასპინძლებსი 62-ე წუთიდან კიდევ ერთმა ქართველმა ლეგიოენრმა გიორგი პაპუნაშვილმა ითამაშა. „ზირე“ 15 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი
