ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის მე-8 ტურში გრაცის „შტურმს“ სტუმრად მოაგებინა.
„ლინცთან“ ჩატარებულ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 58-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. გრაცელები მე-18 წუთზე ბიერეტმა დააწინაურა, ხოლო 33-ე წუთზე გოიგინგერმა საპასუხო ბურთი გაიტანა. 71-ე წუთზე კიტეიშვილმა პენალტი ზუსტად შეასრულა და მიმდინარე სეზონში თავის ანგარიშზე მე-3 გოლი ჩაიწერა. გარდა ამისა, მას კიდევ ერთი საგოლე პასი აქვს.
ავსტრიის მოქმედი ჩემპიონი „შტურმი“ 16 ქულით ბუნდესლიგაში გალიდერდა.
ლაშა თაბაგარი
