აპოელმა, რომელშიც ლაშა დვალი გამოდის, კვიპროსის უმაღლესი დივიზიონის მე-4 ტურში „ნეა სალამინა“ მიიღო და 3:1 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცლელად ითამაშა. მოქმედ ჩემპიონ აპოელს 9 ქულა აქვს და 14 გუნდში მე-3 ადგილზეა.
უკრაინის პრემიერლიგის მე-7 ტურში „ჩერკასი“, სადაც შოთა ნონიკაშვილი ასპარეზობს გასვლაზე ჟიტომირის „პოლესიეს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. ჩვენი ეროვნული გუნდის დებიუტანტმა ნახევარმცველმა მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო. „ჩერკასი“ 11 ქულით 16 გუნდში მეოთხეა.
სამხრეთ კორეის 31-ე ტურში გიორგი არაბიძის „ულსანის“ სტუმრად „ინჩხონს“ უგოლო ფრეზე გაიეყარა – 0:0; ქართველმა გარემარბი 90 წუთი გაისარჯა. „ულსანი“ 55 ქულით 12 გუნდში ლიდერია.
პორტუგალიის პრიმერალიგის მე-6 ტურში „ავეში“ ლისაბონში „სპორტინგს“ ესტუმრა და სამი უპასუხო გოლი გაუშვა. ქართველი ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია დამარცხებულთა შემადგენლობაში მოედანზე 84-ე წუთზე გამოჩნდა. პრიმეირალიგაში წელს დაბრუნებული „ავეში“ 7 ქულით 18 გუნდში მეათეა.
ლაშა თაბაგარი





