არაბიძის დებიუტი აზიის ჩემპიონთა ლიგაში და მარცხი

0
52

გიორგი არაბიძის დებიუტი აზიის ჩემპიონთა ლიგაში შედგა. სამხრეთ კორეის “ულსანმა”, რომელსაც ქართველი ფეხბურთელი ზაფხულში შეუერთდა პირველ ტურში შინ იაპონიის “კავასაკის” შეხვდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
სტუმრებიდან ერთადერთი და საკმაოდ ეფექტური გოლი ბრაზილიელმა ლეგიონერმა მარსინიომ 54-ე წუთზე გაიტანა. არაბიძე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო. ის თავის გუნდში აშკარად გამოირჩეოდა და მარჯვენა ფლანგზე რამდენიმეჯერ გაამწვავა ვითარება, რასაც საჯარიმოში სახიფათოდ ჩაწოდება მიაყოლა, მაგრამ თანაგუნდელებმა მხარი ცერ აუბეს. მის კარგ თამაშზე ისიც მეტყეველბს, რომ ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივრები ქართველის გვარს არაერთხელ სკანდირებდნენ. თუმცა, საბოლოოს ჯამში მასპინძლებმა თამაში ვერ გარდატეხეს და უქულოდ დარჩნენ.
სხვათა შირის, “ულსანის” საშინაო სტადიონის მინდვრის საფარი ვერავითარ კრიტიკას უძლებდა და გასაკვირია სამხრეთ კორეის დონის ქვეყანაში ასეთი რამ.
ლაშა თაბაგარი