გურამ კაშია: “ასეთ მატჩებში ხდება ხასიათის გამოვლენა”

0
75

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტან გურამ კაშიას უხარია, რომ ერთა ლიგის B ლიგის პირველი ჯგუფის მე-2 ტურში სტუმრად ალბანეთთან 1:0 მოგებულ მატჩში ფეხბურთელებმა დაღლის მიუხედავად ხასიათი გამოავლინა.
გურამ კაშია: “„საინტერესო თამაში გამოვიდა, მაგრამ სასიამოვნო ისაა, რომ ასეთ მძიმე მატჩში, როცა ასეთი დაღლილები ვიყავით, მაინც მოვიგეთ. ხასიათი გამოვავლინეთ, რაც ჩემთვის სასიხარულოა, რადგან ასეთ მატჩებში ხდება ხასიათის გამოვლენა.
ქოჩორამ ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა და გუნდს დაეხმარა მოგებაში. 1:0 მოგება ფეხბურთში ყველაზე რთულია, გოლის შემდეგ ძალიან სწორად ვთამაშობდით, მეტოქეს მომენტი თითქმის არ ჰქონია, რაც მეტყველებს სწორ ტაქტიკურ მოძრაობასა და დაცვაში კარგ თამაშზე. დაცვით ფეხბურთს ძალიან მაგრად ვთამაშობთ და ძალიან კარგია, რომ ასეთი ჩამოყალიბებული გუნდი ვართ, ყველა ფეხბურთელი აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას და საქართველო ფორმაშია“.
საქართველოს ნაკრები 6 ქულით ჯგუფში ლიდერი. სანიოლის გაწვრთნილები ერთა ლიგაში მომდევნო მატჩს სტუმრად 11 სექტემბერს პოზნანში უკრაინასთან ჩაატარებს, ხოლო 14 ოქტომბერს თბილისში ალბანეთს უმასპინძლებს.
ლაშა თაბაგარი