ლუკა ლოჩოშვილი: “უფრო დიდ ტურნირებზე მოვხვდებით”

0
20

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადების ფარგლებში მესამე ვარჯიში გამართა.
4 სექტემბერს, ნაკრების შეკრებას გიორგი ქოჩორაშვილი შეუერთდა. ვილი სანიოლის გუნდმა საგურამოში სრული შემადგენლობით ივარჯიშა.
სანაკრებო შეკრების და მომდევნო მატჩების შესახებ გააკეთა კომენტარი ეროვნული გუნდის მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა.
ლუკა ლოჩოშვილი: “ძალიან კარგი შეგრძნებაა ნაკრების შეკრებაზე ყოფნა, რადგან ერთი დიდი ოჯახი ვართ. ევროპის ჩემპიონატის ემოციების შემდეგ, რომელიც მთელმა ქვეყანამ განიცადა, მონატრებული გვქონდა სანაკრებო პერიოდი.
ძალიან მნიშვნელოვანი ორი მატჩი გველის, კარგად თამაში უნდა გავაგრძელოთ და თამასა შევინარჩუნოთ, რადგან უფრო მეტად განვვითარდეთ. ვფიქრობ, გავაგრძელებთ წინსვლას და კიდევ უფრო დიდ ტურნირებზე მოვხვდებით”.
სექტემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. 10 სექტემბერს, ტირანაში, ჩვენი გუნდის მეტოქე ალბანეთის ეროვნული ნაკრები იქნება.
ლაშა თაბაგარი