„კრემონეზემ“, სადაც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის, ახალ სეზონში პირველი თამაში მოიგო. იტალიის სერია B-ს მეორე ტურში კრემონელებმა „კარარეზეს“ უმასპინძლეს და 88-ე წუთზე ვასკესის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით გაიმარჯვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტოში არც ამჯერად იყო და მოედანზე 92-ე წუთზე შევიდა. „კრემონეზე“ 3 ქაულით 20 გუნდში მე-13 პიზიციაზეა. „ფროზინონ“ გასვლაზე „სპეციას“ შეხვდა და 1:2 დამარცხდა. პირველ ტურში შინ „სამპდორიასთან“ (2:2) შეხვედრის მსგავსად, გიორგი კვერნაძე სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში ვერც ამჯერად მოხვდა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდი თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. „სპეციამ“ გამარჯვების გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე გაიტანა. 2 ტურის შემდეგ, „ფროზინონე“ 1 ქულით მეთექსვმეტეა.
ლაშა თაბაგარი





