პოლონეთის ექსტრაკლასას მე-6 ტურში ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიამ“ ზაბჟეს „გურნიკი“ მიიღო და 3:2 აჯობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა მასპინძლებს შეუცვლელად უკაპიტნა. „კრაკოვია“ 13 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს.
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-2 ტურში „ლევანტემ“ „კადისი“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. მასპინძლებში ჩვენი ეროვნული გუნდის ნახევარმცვეკლმა გიორგი ქოჩორაშვილმა ორი ტაიმი ითამაშა. „ლევანტ“ 4 ქულით 22 გუნდში მეოთხეა.
„გრანადა“ სტუმრად ფეროლის „რასინგს“ დაუპირისპირდა და 1:0 გაიმარჯვა. სტუმრების სასტარტოში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი ისევ მოხვდა და 72-ე წუთზე შეცვალეს. „გრანადა“ 3 ქულით მეთერთმეტეა.
ლაშა თაბაგარი





