კიტეიშვილის საშინაო გამარჯვება, იმნაძის გოლი ყაზახეთში

0
46

სეზონის სტარტზე მარცხის შემდეგ, ავსტრიის მოქმედმა ჩემპიონმა გრაცის „შტურმმა“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კიტეიშვილია, მიჯრით მეორე შეხვედრა მოიგო. მე-3 ტურში გრაცელებმა „ალტახი“ მიიღეს და 2:1 აჯობეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლებიდან 65-ე წუთზე ანგარიში ბიერეტმა გახსნა, ხოლო ჰორვატმა 78-ე წუთზე სტუმართა კარი მეორედ აიღო. „ალტახმა“ ერთი ბურთი 87-ე წუთზე გაქვითა. „შტურმი“ 9 ქულით 12 გუნდში მეორე ადგილზეა და ლიდერ „ზალცბურგს“, რომელსაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს, გატანილ-გაშვებული გოლების უარესი სხვაობით ჩამორჩება.
ყაზახეთის პრემიერლიგის მე-18 ტურში „იელიმაიმ“ „ყიზილ-ჟარი“ მიიღო და 2:1 დაამარცხა. სტუმართა რიგებში ანგარიში 56-ე წუთზე ლუკა იმნაძემ გახსნა, რომელიც მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შეიწია და მეკარისგან დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა. მან მიმდინარე სეზონში ყაზახეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 17 მატჩში მე-3 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი