საფრანგეთის ლიგა 1-ში გასულ სეზონში დაბრუნებულმა სენტ-ეტიენმა”, რომელსაც ამ ზაფხულს ზურიკო დავითაშვილი შეუერთდა, ახალი სეზონის სტარტზე ზედიზედ მეორე თამაში წააგო. ამჯერად, “სენტ-ეტიენი” თავის მოედანზე “ლე ავრთან” 0:2 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც მისი გუნდი 0:1 აგებდა.
სტუმრებიდან 57-ე წუთზე ანგარიში ტურემ გახსნა, რომელმაც პენალტი გაიტანა. 67-ე წუთზე სანგანტემ მასპინძლების კარი მეორედ აიღო. უქულო “სენტ-ეტიენი” 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





