“მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა” – “სელტას” კაპიტანი მამარდაშვილზე

0
51

ეჭვი არავის ეპარება, რომ გიორგი მამარდაშვილი, გარდა იმისა, რომ ბრწყინვალე მეკარეა, პენალტების გაუვნებელყოფის სპეციალისტადაც ჩამოყალიბდა, – ამის შესახებ ElDesmarque წერს მამარდაშვილი-ასპასის დუელზე.
გამოცემა წერს, რომ მისი დამსახურებაა, რომ „ვალენსია“ “სელტასთან” კიდევ უფრო დიდი ანგარიშით არ დამარცხდა. შესვენების წინ დანიშნული პენალტის დროს მამარდაშვილმა გამოცდილ ასპასს ფსიქოლოგიური დუელი მოუგო.
მატჩის შემდეგ „სელტას“ კაპიტანმა ქართველ მეკარეს წარმატება მიულოცა.
ვიგოს „სელტას“ ფეხბურთელმა იაგო ასპასმა „ვალენსიასთან“ მატჩში გიორგი მამარდაშვილს პენალტი ვერ გაუტანა. მათ შორის, პენალტამდე კომუნიკაციაც იყო და როგორც 37 წლის ესპანელმა თქვა, გიორგიმ უთხრა, რომ დარტყმის კუთხე შეეცვალა.
„მან გასული სეზონის ბოლო ტურის მატჩშიც გამომიცნო დარტყმის კუთხე, მაგრამ გოლი მაინც გავუტანე. ახლა მითხრა: „ერთსა და იმავე კუთხეში ნუ ურტყამ“. მეც შევცვალე კუთხე და…. ამიტომ არის ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, რომლის მიმართ ინტერესს დიდი კლუბები იჩენენ. რას ვიზამთ, ხან გაგიმართლებს, ხან არა. წინა სეზონში პირიქით მოხდა, მაგრამ ამჯერად მას გაუმართლა და ვულოცავ“, – განაცხადა იაგო ასპასმა.