გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ სეზონი ჩინებულად დაიწყო. ჩემპიონშიფის მე-3 ტურში უოტფორდელებმა „დერბი ქაუნთი“ მიიღეს და მიჯრით მესამე მატჩი მოიგეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და 45-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
სტუმრები მე-2 წუთზე ადამსმა დააწინაურა, ხოლო 31-ე წუთზე ბაიომ ანგარიში გაათანაბრა. მასპინძლებიდან 76-ე წუთზე თავი სისოკომ გამოიჩინა და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა. „უოტფორდი“ 9 ქულით 24-გუნდიან ჩემპიონშიფში მე-2 ადგილზეა და ლიდერ „სანდერლენდს“ გატანილ-გაშვებული გოლები უარესი სხვაობით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი





