დორივალ ჟუნიორმა ბრაზილიის შემადგენლობა დაასახელა

0
60

ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დორივალ ჟუნიორმა მსოფლიო 2026 წლის შესარჩევ ციკლში ჩასატარებელი უახლოესი ორი მატჩისთვის შეკრებაზე გამოძახებულთა ვინაობა დაასახელა. 7 სექტემბერს მსოფლისო 5-გზის ჩემპიონები ეკვადორს მიიღებენ, ხოლო 11 სექტემბერს სტუმრად პარაგვაის შეხვდებიან.
დორივა ჟუნიორმა შემდეგი ფეხბურთელები შეარჩია:
მეკარეები: ალისონი (ლივერპული, ინგლისი), ბენტუ (ალ-ნასრი, საუდის არაბეთი), ედერსონი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი).
მცველები: დანილო (იუვენტუსი, იტალია), იან კოუტუ (დორტმუნდი, გერმანია), გილერმე არანა (ატლეტიკო მინეირო), ვენდელი (პორტუ, პორტუგალია), ლუკას ბერალდო (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), ედერ მილიტაო (რეალი, ესპანეთი), გაბრიელ მაგალიაეში (არსენალი, ინგლისი), მარკინიოსი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი).
|ნახევარმცველები: ანდრე (ფლუმინენსე), ბრუნო გიმარაეში (ნიუკასლი, ინგლისი), ჟერსონი (ფლამენგო), ჟოაო გომეში (ვულვერჰემპტონი, ინგლისი), ლუკას პაკეტა (ვესტ ჰემი, ინგლისი), როდრიგო (რეალი, ესპანეთი).
ფორვარდები: ენდრიკი (რეალი, ესპანეთი), ესტევაო (პალმეირასი), ლუის ენრიკე (ბოტაფოგო), პედრო (ფლამენგო), სავინიო (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ვინისიუსი (რეალი, ესპანეთი).
ბრაზილია 7 ქულით სამხრეთ ამერიკის 10-გუნდიან შესარჩევში მე-6 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი