სერხი რობერტო „კომოს“ ფეხბურთელია

0
18

„ბარსელონას“ ყოფილი კაპიტანი სერხი რობერტო კარიერას „კომოში“ გააგრძელებს, რომელსაც ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი წვრთნის.
32 წლის ფეხბურთელმა იტალიის სერია A-ში გასულ სეზონში დაბრუნებულ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. სერხი რობერტო „ბარსელონას“ სისტემის აღზრდილია, რომელშიც 14 სეზონი გაატარა და არაერთი ტიტული მოიგო. მან ესპანურ გრანდში ყველა ტურნირში 373-ჯერ ითამაშა და 19 გოლი გაიტანა. ის ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან „ბარსასთან“ კონტრაქტი ამოეწურა.
ლაშა თაბაგარი