გიუნდოგანი ისევ „სიტის“ ფეხბურთელია

0
55

ილკაი გიუნდოგანი „მანჩესტერ სიტიში“ დაბრუნდა, რაც ინგლისურმა გრანდმა დაადასტურა. გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ერთწლიანი კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა.
33 წლის ფეხბურთელი „სიტიდან“ შარშან „ბარსელონაში“ გადავიდა, ხოლო უკან თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდა. საქმე ისაა, რომ „ბარსელონას“ თავისი სახელფასო ფონდის შემცირება სურდა, რათა ახალწვეული დანი ოლმო დაარეგისტრიროს.
გიუნდოგანი „სიტიში’ 2016-2023 წლებში გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 304 მატჩში 60 გოლი გაიტანა. ის გუნდის კაპიტანიც იყო, რომელთან ერთად 14 ტიტული მოიგო.
ლაშა თაბაგარი