კურტუა ბელგიის ნაკრებში თამაშს ტედესკოს გამო უარობს

0
54

ტიბო კურტუა ბელგიის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებში მანამდე არ ითამაშებს, ვიდრე მთავარი მწვრთნელი დომენიკო ტედესკოა. მადრიდის „რეალის“ მეკარემ ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, კონსულტაცია ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის  ხელმძღვანელებთან გაიარა და აცნობა, რომ გუნდში ნორმალური ატმოსფეროს არსებობისთვის ასე სჯობს.
2023 წლის ივნისში კურტუამ ესტონეთან მატჩამდე ბელგიის ნაკრები დატოვა. მაშინ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „რეალის“ გოლკიპერს არ მოეწონა, რომ ტედესკომ კაპიტნის სამკლაური ჩამოართვა და რომელუ ლუკაკუს გადასცა. მოგვიანებით, 31 წლის მეკარემ განაცხადა, რომ ტრავმის გამო ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე არ ითამაშებდა.
ლაშა თაბაგარი