„ზირემ“, რომელშიც დავით ვოლკოვი თამაშობს, კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შანსი პრაქტიკულად დაკარგა. აზერბაიჯანული გუნდი პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში სტუმრად ნიქოზიის „ომონიას“ დაუპირისპირდა და 0:6 წააგო. ქართველი თავდამსხმელი სასტყარტო შემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს. დამარცხებულთა გაანცხადში ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი მოხვდა, რომელსაც არ უთამაშია. ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 29 აგვისტოს აზერბაიჯანში ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ „ომონიამ“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ქუთაისის „ტორპედო“ გამოთიშა.
პოლონეთის რანგით მეორე ლიგაში “არკა” შინ “რუხს” დაუზავდა და მასპინძლების რიგებში შეუცვლელად მოთამაშე თორნიკა გაფრინდაშვილმა 83-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 0:1 აგებდა საგოლე პასი გააკეთა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.
ლაშა თაბაგარი





