„ზირე“, რომელშიც დავით ვოლკოვი გამოდის კონფერენს ლიგის პლეი-ოფში გავიდა, რაც ქართველი თავდამსხმელის დიდი დამსახურებაა.
პირველ მატჩში აზერბაიჯანული გუნდი სტუმრად ხორვატიის „ოსიეკს“ დაუზავდა – 1:1. საპასუხო შეხვედრას ბალკანელები 90-ე წუთამდე 2:1 იგებდნენ, მაგრამ ვოლკოვმა ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო და ულამაზესი „მაკრატელა“ გაიტანა – 2:2.
დამატებით დროში გოლი არ გასულა, ხოლო პენალტების სერია „ზირემ“ 2:1 მოიგო. ვოლკოვმა შეუცვლელად ითამაშა, თუმცა, თერთმეტმეტრიანი არ შეუსრულებია.
ლაშა თაბაგარი





