„იბერია“ კონფერენს ლიგას გამოეთიშა – ქართული კლუბებისთვის ევროსეზონი დასრულდა

0
47

ქართვეული კლუბებისთვის ევროსეზონი ისევ ნაადრევად დასრულდა. ოთხი გუნდიდან რომელიმეს ევროტუნირების ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაზე საუბარი ზედმეტია, პლეი-ოფსაც კი ვერცერთმა მიაღწია.
მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი ლევან კორღალიძის გაწვრთნილი თბილისის „იბერია“ იყო, რომელიც კონფერენს ლიგაში თურქეთის „ბაშაქშეჰირს“ დაუპირისპირდა და შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა.
პირველი ტაიმი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და ერთადერთი რეალური საგოლე მომენტი „იბერიამ“ შექმნა. მე-13 წუთზე თბილისელთა ჩაწოდებული კუთხურის ჩაწოდების შემდეგ გიორგი კოხრეიძემ ქუსლით დაარტყა და მასპინძლების მეკარემ რთული ბურთი მოიგერია, ხოლო შეიკნე სილას დამატების შემდეგ ისევ შენგეზერმა იყოჩაღა. არადა, სილას ცოტა უკეთესად რომ ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ჰქონდა.  ტაიმის შუაწელში პელკასმა დაარტყა თბილისელთა კარის მიმართულებით სახიფათოდ და გიორგი მამარიძემ ბურთი ნახტომში მოიგერია.
50-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე დანიშნული ჯარიმის შესრულების დროს პელკასმა „იბერიას“ საჯარიმოში ჩაჰკიდა ბურთი, რომელსაც მიმართულება კემენმა თავით შეუცვალა, ხოლო პოლონეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა კშიშტოფ პიონტეკმა ახლო მანძილიდან ასევე თავით გაიტანა – 1:0.  61-ე წუთზე პელკასმა დაახლოებით 25 მეტრიდან საჯარიმო დარტყმიდან ბურთი თბილისელთა კარის ბადეში მოათავსა. 65-ე წუთზე „იბერიას“ საჯარიმოში მყოფმა დავიდსონმა სახიფათოდ დაარტყა და მაკარიძემ თავისი გუნდი ამჯერად გადაარჩინა. 90-ე წუთზე თურქი მცველი ბურთის მოგერიების დროს შეცდა და მასპინძლების საჯარიმოში შესული გიორგი ჯინჯოლავას დარტყმის მერე, ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
გამომდინარე იქიდან, რომ „ბაშაქშეჰირმა“ თბილისში 1:0 მოიგო, ხოლო შინ მოწინააღმდეგეს 2 უპასუხო ბურთი გაუტანა, კონფერენს ლიგის პლეი-ოფშია.
ბაშაქშეჰირი” (სტამბოლი) – “იბერია” (თბილისი) 2:0 (1:0)
15 აგვისტო. სტამბოლი. ფათიჰ თერიმის სახელობის სტადიონი.
“ბაშაქშეჰირი”: შენგეზერი, დაურტე (გიურელერი, 83), ბა, ოპოკუ, შაჰინერი, კემენი ( იოზჯანი, 53), ერგიუნი, პელკასი, თურუჩი (ლიმა, 74), დავიდსონი (ფიგეირედო, 73), პიონტეკი (კენი, 83).
მთავარი მწვრთნელი: ჩაკდაშ ატანი.
“იბერია” (თბილისი): მაკარიძე, კაპანაძე, აგიაკვა, ჯგერენია, ჯინჯოლავა, ქარდავა (სიხარულიძე, 73), კოხრეიძე (ო. მამაგეიშვილი, 63), ნონიკაშვილი (ხაჩიძე, 84), ი. ტაბატაძე (ახვლედიანი, 63), გ. მამაგეიშვილი (დადიანი, 84), სილა.
მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე
გოლები: 1:0 პიონტეკი (50. კემენის პასით), 2:0 პელკასი (62).
გაფრთხილება: გ. მამაგეიშვილი (3), ნონიკაშვილი (40), ჯგერენაია (43), კოხრეიძე (60), ახვლედიანი (69), ჯინჯოლავა (72).
მთავარი მსაჯიი: პ. რაჩკოვსკი (პოლონეთი

ლაშა თაბაგარი