საქართველო-ჩეხეთზე ყველა ბილეთი გაყიდულია

0
20

ერთა ლიგის B ლიგაში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები პირველ ჯგუფში პირველ მატჩს 7 სექტემბერს შინ მიხეილ მესხის სახელობოს სტადიონზე ჩეხეთთან ჩაატარებს. მომავალ შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს 12:00 საათზე დაიწყო და ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ყველა ბილეთი უკვე გაიყიდა. ბილეთების ფასი 10, 30 და 50 ლარი იყო.
“დინამო არენას” ადმინისტრაციის მიერ ფეხბურთის ფედერაციისთვის მოწოდებული ინფორმაციით, ამ პერიოდისთვის სტადიონის რამდენიმე სექტორისა და ტრიბუნის გამოყენება შეზღუდულია. შესაბამისად, სტადიონის ტევადობის სრულად ათვისება ვერ მოხდება, ამიტომ ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება.
პირველი ტურის მსგავსად, 14 ოქტომბერს საქართველო-ალბანეთის მატჩი, მესხის სტადიონზე გაიმართება. 16 ნოემბერს კი, საქართველო-უკრაინის თამაში ბათუმის აჭარაბეთ არენაზე შედგება.
ლაშა თაბაგარი