მადრიდის „ატლეტიკომ“ თავდამსხმელი ხულიან ალვარესი „მანჩესტერ სიტიდან“ შეიძინა. არგენტინის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა მადრიდელებთან 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. „ატლეტიკოს“ ალვარესის შეძენა 75 მილიონი ევრო დაუჯდა, ხოლო კიდევ 20 მილიონი ბონუსადაა გათვალისწინებული.
24 წლის ალვარესი „სიტიში“ 2022 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 103 მატჩში 36 გოლი გაიტანა და 18 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





