ვოლკოვის ფრე, სილაგაძის და ოდიშარიას დიდი ნაბიჯი პლეი-ოფისკენ

0
44

„ზირე“, რომელშიც დავით ვოლკოვი გამოდის, კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად ხორვატიის „ოსიეკს“ შეხვდა და ფრეს მატჩის ბოლოს წუთზე მიაღწია.
აზერბაიჯანულ გუნდში მოთამაშე ქართველმა თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლები 38-ე წუთზე მატკოვიჩმა დააწინაურა, ხოლო სტუმრებმა ანგარიში მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე გაათანაბრეს. „ზირე“ საპასუხო შეხვედრას შინ 15 აგვისტოს ჩაატარებს.
ევროპა ლიგის პლეი-ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა „რიგასმა“, რმელშიც ლაშა ოდიშარია და ლუკა სილაგაძე ირიცხებიან. ლატვიელებმა მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ თამაშში გასვლაზე ანდორას „სანტა კოლომნას“ 2:0 აჯობეს. ორივე ქართველი ლეგიონერი გაანცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშიათ. „რიგასი“ ანდორელებს შინ 15 აგვისტოს მიიღებს.
ლაშა თაბაგარი