ანხელ დი მარიამ ლისაბონის „ბენფიკასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. 36 წლის არგენტინელი პორტუგალიურ გრანდში 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება.
დი მარია „ბენფიკაში“ 2023 წელს დაბრუნდა, ხოლო მანამდე ლისაბონელთა ღირსებას 2007-2010 წლებში იცავდა.
მან გასულ სეზონში პორტუგალიური გუნდის მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 48 მატჩში 17 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





