ხამეს როდრიგესმა „სან პაულუსთან“ კონტრაქტი შეწყვიტა, კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ბრაზილიური კლუბში ერთი წელიწადი გაატარა და 22 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
მან ხელშეკრულების ნაადრევად შეწყვეტის გამო 5 მილიონი ბრაზილიური რეალი დააკრგა, რაც 75 პროცენტია იმ თანხის, რომელიც კლუბთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ბონუსად ერგებოდა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ზაფხულში აშშ-ში ჩატარებულ კოპა ამერიკაზე, რომლის ფინალში კოლუმბირ არგენტინასთან დამარცხდა, ხამესი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 33 წლის შემტევმა ნახევარმცველმა 6 მატჩში მეტოქის კარი ერთხელ აიღო და 6 საგოლე პასი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი





