„რომამ“ ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი შეიძინა

0
30

„რომამ“ უკრაინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი არტიომ დოვბიკი „ჟირონადან“ შეიძინა. იტალიურმა კლუბმა 27 წლის ფეხბურთელში ესპანელებს დაახლოებით 40 მილიონი ევრო გადაუხადა.
დოვბიკი პირველი უკრაინელი მოთამაშეა, რომელიც „რომას“ ღირსებას დაიცავს. გარდა ამისა, რომაელებმა არსებობის ისტორიაში პირველ ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი შეიძინეს. დოვბიკმა ესპანეთის ლა ლიგაში ჩატარებულ სადებიუტო სეზონში „ჟირონას“ მაისურით 24 გოლი გაიტანა. ის ახალ კლუბში 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი