ანჩელოტი მბაპეზე: „თითოეულმა მოთამაშემ თავისი ნიჭი გუნდისთვის უნდა გამოიყენოს“

0
60

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტის მიაჩნია, რომ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კაპიტან კილიან მბაპესთვის გუნდში ადგილის მოძებნა რთული არ იქნება.
„მას წინ მოთამაშედ ვხედავ, ხოლო შეტევის შესაძლებლობები საკმაოდ დიდია. ვფიქრობ, შეტევაში კარგი თამაშის გასაღები ფეხბურთელების მობილურობაა.
მბაპეს გუნდში ჩანერგვა პრობლემა არ იქნება. მთავარია მან თქვა, რომ ადაპტაციას კარგად გადის. საკვანძო მომენტი ისაა. რომ თითოეულმა მოთამაშემ თავისი ნიჭი გუნდის სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს“ – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს ესპანური მედია.
ლაშა თაბაგარი