სილაგაძე „რიგასში“ ითამაშებს

0
55

ლატვიის ჩემპიონ „რიგასში“ კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ჩაირიცხა. 25 წლის ლუკა სილაგაძემ რიგელებთან კონტრაქტი გააფორმა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
სილაგაძე „რიგასში“ გადასვლამდე ლატვიის ჩემპიონატში თამაზ პერტიას გაწვრთნილ „ლიეპაიაში“ გამოდიოდა, სადაც წელს ჩატარებულ 21 მატჩში სამი გოლი გაიტანა. ის მანამდე, თბილისის „ლოკომოტივში“< „რუსთავში“, ლატვიის „ვალმიერაში“ და „იბერიაში“ (ყოფილი „საბურთალო“) თამაშობდა.
სილაგაძე „რიგასში“ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შუახაზელ ლაშა ოდიშარიასთან ერთად ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი