„ნაპოლიმ“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში „ტორინოდან“ მცველი ალესანდრო ბონჯორნო შეიძინა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
25 წლის იტალიელმა ფეხბურთელმა ნეაპოლელებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. Transfermarkt-ის მიხედვით „ნაპოლიმ“ იტალის ნაკრების მცველის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაუხადა.
ბონჯორნო „ტორინოში“ 2018 წლიდან ირიცხებოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 109 შეხვედრაში 5 გოლის გატანის გარდა, 4 საგოლე პასი გააკეთა. 2023 წლიდან დღემდე მან „სკუადრა აძურაში“ 4-ჯერ ითამაშა.
ბონჯორნო „ტორინოში“ საბა საზონოვის კონკურენტი იყო და მისი წასვლის შემდეგ, შესაძლოა საქართველოს ნაკრების მცველს უფრო მეტი სათამაშო დრო მისცენ.
ლაშა თაბაგარი
