უეფამ თურქეთის ეროვნული გუნდის ცენტრალურ მცველ მერიჰ დემირალს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა, რის შესახებ გერმანული გამოცემა Bild იუწყება.
თურქეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალში ავსტრია დემირალის დუბლით 2:1 დაამარცხა. მან შემდეგ ეტაპზე თურქების გასვლა „მგლის სალიუტით“ აღნიშნა, რომელიც ავსტრიაში აკრძალულია.
უეფამ ამ ეპიზოდის გამოძიება დაიწყო, ხოლო გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფრეზერმა გაანცხადა: „თურქეთის მემარჯვენე ძალების ექსტრემისტების სიმბოლოებს ჩვენს სტადიონებზე ადგილი არ აქვს. ევროს გამოყენება რასიზმის პლატფორმად მიუღებელია“.
ამ სკანდალის გამო, გერმანიის საგარეოს საქმეთა სამინისტრომ თურქეთის ელჩი ბერლინში დაიბარა. ასევე, გერმანიის ელჩი ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
შეგახსენებთ, რომ თურქეთი ევრო 2024-ის 1/4-ფინალში ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი





