არგენტინასთან მარცხმა ეკვადორი მწვრთნელის გარეშე დატოვა

0
34

ფელიქს სანჩეს ბასმა ეკვადორის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა, რის შესახებ ნახსენები ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია იუწყება.
აშშ-ში მიმდინარე კოპა ამერიკის 1/4-ფინალში ეკვადორი პენალტების სერიაში 2:4 დამარცხდა – მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ არგენტინელთა კაპიტანმა ლიონელ მესიმ პენალტი ვერ გაიტანა, ხოლო მსოფლიო 3-გზის ჩემპიონის მეკარე ემელიანო მარტინესმა ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია.
48 წლის ესპანელი სპეციალისტი ეკვადორელებს 2023 წლის მარტიდან ავარჯიშებდა. ის 2017-2023 წლამდე კატარის ეროვნულ გუნდს ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი