სპინაცოლა „ნაპოლიში“ ითამაშებს

0
34

ლეონარდო სპინაცოლა კარიერას „ნაპოლიში“ გააგრძელებს, რის შესახებ ცნობილი იტალიელი ჟურნალ;ისტი ფაბრიციო რომანო იუწყება.
31 წლის იტალიელმა მცველმა ნეაპოლელებთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ის ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან „რომასთან“ კონტრაქტი გასული სეზონის ბოლოს ამოეწურა.
სპინაცოლა რომაელთა რიგებს 2019 წლიდან იცავდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 151 მატჩში 7 გოლი გაიტანა. მან იტალიის ნაკრებში 24 თამაში ჩაატარა და ევრო 2020 მოიგო.
ლაშა თაბაგარი