„ნაპოლი“ კვარაცხელიას დარწმუნებას კიდევ ერთხელ შეეცდება

0
77

„ნაპოლის“ ხელმძღვანელები კიდევ ერთხელ შეეცდებიან, რომ ხვიჩა კვარაცხელია კლუბში დარჩენაში დაარწმუნონ. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, გასულ კვირაში ნეაპოლელთა წარმომადგენლები საქართველოს ნაკრების ლიდერთან მოსალაპარაკებლად დიუსელდორფში იმყოფებოდნენ.
უახლოს დღეებში „ნაპოლის“ ხელმძღვანელები კვარაცხელიას აგენტს მამუკა ჯუღელს მილანში შეხვდებიან. კვარაცხელიას შეძენა პსჟ-ს სურს, მაგრამ ახალ მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს მისი წასვლა არ უნდა.
ლაშა თაბაგარი