რობერტო დე ძერბი სათავეში „მარსელს“ ჩაუდგა. იტალიელმა სპეციალისტმა ფრანგულ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
44 წლის სპეციალისტი 2022 წლ;იდან ინგლისის პრემიერლიგის „ბრაიტონს“ წვრთნიდა, რომელიც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა.
დე ძერბი თავისი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ასევე „ფოჯას“, „პალერმოს“, „ბენევენტოს“, „სასუოლოს“ და „შახტარს“ ავარჯიშებდა. 2023-2024 წლების სეზონში „მარსელმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ში მე-8 ადგილი დაიკავა და ევროთასებს მიღმა დარჩა.
ლაშა თაბაგარი





