ნუკრი რევიშვილა მიაჩნია, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის 1/8-ფინალში დღეს კიოლნში გასამართ შეხვედრაში ესპანელების დამარცხება საიმედო დაცვისა და სწრაფი შეტევის ხარჯზე შეუძლია.
„გასაგებია, რომ საქართველოსთვის თამაში რთული იქნება. ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებული თამაშებიდან თუ ვიმსჯელებთ, ესპანეთი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო გუნდია. ესპანელებს ჯერ გოლი არ გაუშვიათ და ამასთანავე შეტევაშიც კარგად თამაშობენ. ასე რომ საქართველოს სერიოზული დაპირისპირება ელოდება.
ესპანელების დამარცხება საიმედო დაცვისა და სწრაფი შეტევის ხარჯზე შეგვიძლია, რაც საქართველომ ტურნირის მსვლელობის დროს აჩვენა.
ყველა ფეხბურთელი, მეკარით დაწყებული კარგად თამაშობენ და თავს საიმედოდ იცავენ. ასე რომ საქართველოს შეუძლია ესპანეთს გაუმკლავდეს. რატომაც არ უნდა დავამარცხოთ ესპანელები? გასაგებია, რომ ესპანელებს შემდეგ ეტაპზე გასვლის მეტი შანსი აქვთ, მაგრამ ვეცდებით ჩვენი პლუსები გამოვიყენოთ“ – იუწყება საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსმეკარის ნათქვამს რუსული მედია.
საქართველო -ესპანეთის დაპირისპირება კიოლნის „ენერჯი არენაზე“ დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი
