შვიდკაცას მეხუთე

0
30

ჰამბურგში დასრულდა შვიდკაცა რაგბიში ევროპის ჩემპიონატის მეორე, დასკვნით ეტაპი. საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა ჯგუფში ესპანათის და ლიეტუვის ნაკრები გუნდების დამარცხების შემდეგ ჯერ გერმანიასთან წააგო, შემდეგ კი მეოთხედფინალში პორტუგალიასთან. მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ნახევარფინალურ შეხვედრაში საქართველომ ბელგია დაამარცხა, ფინალში კი იტალიას სძლია.
აღსანიშნავია, რომ ჰამბურგში, ისევე როგორც პირველ ეტაპზე ხორვატიის ქალაქ მაკარსკაში, საქართველომ უშუალო კონკურენტ ბელგიას გაწითლებულ დროში სძლია.
ორი ეტაპის ჯამში საქართველომ 26 ქულა დააგროვა და იმ ხუთ საუკეთესო ევროპულ გუნდს შორის მოხვდა, რომელმაც გამოწვევის მსოფლიო სერიაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველო – ესპანეთი 17:12
საქართველო – ლიტვა 10:7
საქართველო გერმანია 0:28
საქართველო – პორტუგალია 14:21
საქართველო – ბელგია 10:7
საქართველო – იტალია 14:12

ორი ეტაპის ჯამი:
1. საფრანგეთი
2. ირლანდია
3. გერმანია 30
4. პორტუგალია 28
5. საქართველო 26
6. იტალია 20
7. ბელგია 12
8, ესპანეთი 12
9. დიდი ბრიტანეთი 11
10. ლიეტუვა 7