ვინჩენცო იტალიანომ „ბოლონია“ ჩაიბარა

0
54

ფლორენციის „ფიორენტინას“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო იტალიანო სათავეში „ბოლონიას“ ჩაუდგა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყევა. იტალიანომ ბოლონიელებთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის „ფიორენტინას“ 2021 წლიდან ავარჯიშებდა და ბოლო ორი სეზონის მანძილზე კონფერენს ლიგის ფინალში გაიყვანა, მაგრამ ორჯერვე დამარცხდა. 46 წლის იტალიელი სპეციალისტი ფლორენციელებამდე „ტრაპანის“ და „სპეციას“ ავარჯიშებდა.
გასულ სეზონში „ბოლონიამ“ იტალიის სერია A-ში მე-5 ადგილი დაიკავა და არსებობის ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი