პაულუ ფონსეკა „ლილიდან“ წავიდა

0
39

პაულუ ფონსეკამ „ლილის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა, რის შესახებ ფრნაგული კლუბის პრესსამსახური იუწყება. პორტუგალიელ სპეციალისტი „ლილში“ ორი წელიწადი მუშაობდა და კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელება აღარ ისურვეს.
51 წლის ფონსეკა ფრანგულ გუნდს 2022 წლის ზაფხულიდან ხელმძღვანელობდა და გასულ სეზონში „ლილმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ში მე-4 ადგილი დაიკავა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ფონსეკა „მილანს“ ჩაიბარებს, რომლის ხელმძღვანელებმა პოსტიდან სტეფანო პიოლი გაუშვეს. „როსონერის“ ბოსები მზად არიან ფონსეკას ტრანსფერებისთვის 100 მილიონი ევრო გამოუყონ.
ლაშა თაბაგარი