„ტორინომ“, რომელში საბა საზონოვი ირიცხება იტალიის სერია A-ს 37 ტურში „მილანს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი გაანცხადში იყო, მაგრამ ისევ არ უთამაშია. 22 წლის საზონოვმა ტურინელთა რიგებში ბოლოს 16 მარტს სტუმრად „უდინეზესთან“ 2:0 მოგებულ მატჩში ითამაშა. „ტორინოს“ 53 ქულა აქვს და 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.
„ჟენისი“, რომელსაც ლევან კორღალიძე ავარჯიშებს ყაზახეთის პრემიერლიგის მე-9 ტურში სტუმრად „კაისარს“ შეხვდა და 0:1 დამარცხდა. კორღალიძის გუნდში მცველმა ზურაბ თევზაძემ და ნახევარმცველმა ირაკლი ბიძინაშვილმა შეუცვლ;ელად ითამაშეს. თევზაძე მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებუ მეოთხე წუთზე გააფრთხილეს. „ჟენისი“ 7 ქულით 14 გუნდში მე-12 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





