„სამგურალმა“ ზედიზედ მეორედ მოიგო – ფანცულაიას დუბლი

0
32

მიხეილ აშვეთიას გაწვრთნილმა „სამგურალმა“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეორე შეხვედრა გაიმართა. მე-15 ტურმა სტარტი წყალტუბოში აიღო, სადაც მასპინძლებმა „სამტრედიას“ 4 უპასუხო ბურთი გაუტანეს.
მატჩის მე-14 წუთზე ლუკა ხორხელმა  სამტრედიელთა საჯარიმოში ფინტითბ რაზილიელ გვერდი აუარა მცველ ლეო ასუსეუს, რომელმაც მეტოქე წააქცია და მთავარმა მსაჯმა გიორგი ავაზაშვილმა პენალტიდ დანიშნა. გიორგი ფანცულაიამ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა. ცნობისთვის, ეს პირველი პენალტი იყო, რომელიც „სამგურალმა“ მიმდინარე სეზონში შეასრულა.
ანგარიშის გახსნიდან ერთ წუთში ბრაზილიელმა ჟან კარლოსმა სტუმართა მეკარესთან პირისპირ ფანცულაია დატოვა, რომელმაც მიმდინარე სეზონში ყველაზე სწრაფი დუბლი შეასრულა. ის „სამგურალს“ აპრილის დასაწყისში შეურთდა  და უკვე 4 გოლი მიითვალა.
30-ე წუთზე დემურ ჩიხლაძემ დაახლოებით 25 მეტრიდან „გაისროლა“ და „სამგურალი“ სამი ბურთით დააწინაურა. წყალტუბიელებმა როგორც იტყვიან საქმე პირველ ტაიმშივე დაამთავრეს. 44-ე წუთზე სამტრედიელთა მცველმა თავის ნახევარზე ბურთი დაკარგა და ფანცულაიამ სტუმრების მეკარესთან მარტო ალექსანდრე ვერულიძე დატოვა, რომელმაც თავი ზედიზედ მესამე შეხვედრაში გამოიჩინა.
„სამგურალი“ 16 ქულით 10-გუნდიანბ სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიელი დიმიტარ კაპინკოვსკის ხელმძღვანელობით „სამტრედიამ“ 8 ქულა დააგროვა და ბოლოა.
სამგურალი 4:0 სამტრედია 
ლაშა თაბაგარი