მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მარკო როისი დორტმუნდის „ბორუსიას“ დატოვებს. დორტმუნდური კლუბის ხელმძვანელები 34 წლის ფეხბურთელთან არ აპირებენ გაახანგრძლივონ კონტრაქტი, რომელიც ზაფხულსი უმთავრდება.
„ზაფხულში არაჩვეულებრივი ეპოქა დასრულდება. დორტმუნდის „ბორუსია“ და მრავალი წლის განმავლობასი მისი კაპიტანი მარკო როისი შეთანმხდნენ, რომ არ გააგრძელებენ კონტრაქტს, რომელიც სეზონის ბოლოს იწურება“ – იუწყება „ბორუსიას“ პრესსამსახური.
როისი „ბორუსიაში“ 2012 წლიდან თამაშობს. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 424 მატჩში 168 გოლი გაიტანა და 128 საგოლე პასი გააკეთა. როისმ დორტმუნდელებთან ერთად ორჯერ გერმანიის თასი, ხოლო სამჯერ გერმანიის სუპერთასი მოიგო.
ლაშა თაბაგარი





