მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში სტუმრად მიუნხენის „ბაიერნთან“ 2:2 დასრულებულ მატჩში, მისმა ფეხბურთელები თავი საუკეთესოდ ვერ წარმოაჩინეს.
„ჩვენი მომენტი მეორე ტაიმის დასაწყისში დადგა და ორი გოლი სწორედ მაშინ გავუშვით. მეტოქე თავისი საუკეთესო სახით წარსდგა, ხოლო ჩვენ – არა. თუმცა, შანსი გვაქვს, რომ მომავალ ოთხშაბათს თავი გამოვიჩინოთ.
პირველ ტაიმში თავს ვიცავდით, მაგრამ დაბალი ინტენსივობით, ხოლო მეორე ტაიმში როდესაც ვაგებდით, პრესინგს უფრო მეტად ვიყენებდით. ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ კომფორტულად ვიყავით, მაგრამ ინტენსივობა არ გვყოფნიდა.
თამაში საკმაოდ კარგად დავასრულეთ, რადგან პირველ დაპირისპირებაში ფრე დაფიქსირდა. ჩვენ 90 წუთი ისეთ ადგილზე დავიტანჯეთ, რომლის შესახებ ყველასთვის ცნობილია.
დრო და დრო ბურთს ვფლობდით და „ბაიერნი“ განსაკუთრებულ წნეხში ვერ გვაქცევდა. თავისუფალი ზონები რჩებოდა. მეტოქემ დაცვის ხაზი საკმაოდ მაღლა ამოწია, რითაც პირველი გოლის გატანის დროს ვისარგებლეთ – კროოსის საუცხოო პასის მერე, ვინისიუსმა საუცხოოდ ითამაშა. ლა ლიგაში და ჩემპიონთა ლიგაში კარგ მდგომარეობაში ვართ. უნდა ვეცადოთ, რომ ლონდონში მოვხვდეთ“ – ციტირებს ანჩელოტის Movistar.
„რეალი“ „ბაიერნთან“ საპასუხო შეხვედრას 8 მაისს მადრიდში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





