თომას ტუხელი: „უცნაური შეგრძნება მაქვს“

0
48

ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში მადრიდის „რეალთან“ შინ 2:2 დასრულებული შეხვედრის შემდეგ, მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა განაცხადა, რომ უცნაური შეგრძნება აქვს.
„თამაში საუცხოოდ დავიწყეთ და ანგარიშის გახსნა უკვე პირველ წუთზე შეგვეძლო. ამის შემდეგ გეგმას უკვე აღარ მივყვებოდით. ჩვენ გოლი გავუშვით და ყველაფერი გართულდა.
მეორე ტაიმში ვითარება გაუმჯობესდა და უფრო თამამად ვთამაშობდით. 2:1 დავწინაურდით და ბევრი საგოლე მომენტი გქვონდა – მესამე ბურთი უნდა გაგვეტანა. უცნაური შეგრძლება მაქვს, რადგან მეტოქემ ორ სახიფათო მომენტი შექმნა და ორი გოლი გაგვიტანა.
ვითარება ნათელია – მადრიდში გამარჯვება და „უემბლიში“ გამგზავრება. ჩემთვის შანსი ისევ 50/50-ზეა. ვნახოთ, რა იქნება“ – იუწყება ტუხელის ნათქვამს გერმანული მედია.
„ბაიერნი“ „რეალთან“ საპასუხო შეხვედრას 8 მაისს მადრიდში ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი