გრაცის „შტურმმა“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი გამოდის, ავსტრიის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. 27-ე ტურში გრაცელები თავის მოედანზე ვენის „რაპიდს“ შეხვდნენ და მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 84-ე წუთზე შეცვალეს. მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა, ხოლო მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი ბიერეტმა გაიტანა.
„შტურმს“ 35 ქულა აქვს და ავსტრიის ბუნდესლიგის პირველ ექვსეულში გალიდერდა, მაგრამ ჯერ თავისი მატჩი „ზალცბურგს“ არ ჩაუტარებია, რომელიც გრაცელთა უშუალო კონკურენტია.
ლაშა თაბაგარი





