არტეტა: „მეტოქის მხრიდან შეცდომა ან ჯადოქრობის მომენტი არ გვეყო“

0
49

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში სტუმრად „ბაიერნთან“ მარცხისა და ტურნირიდან გამოთიშვის მერე, ლონდონის „არსენალის“ თავკაცმა მიკელ არტეტამ განაცხადა, რომ ასეთ დაპირისპირებაში გამარჯვებისთვის მეტოქის საჯარიმოსთან რაღაც ნაპერწკალი უნდა გაგიჩნდეს.
„მეტოქის მხრიდან შეცდომა ან ჯადოქრობის მომენტი – სწორედ ეს არ გვეყო ამ დაპირისპირების მოსაგებად. ვერ გავიმარჯვეთ, მაგრამ ამის შანსი გვქონდა. გარკვეულ მომენტებში მეტოქეზე უკეთესად ვთამაშობდით და დომინირების ბევრი მონაკვეთი გვქონდა. ასეთ მატჩებში გამარჯვებისთვის მეტოქის საჯარიმოსთან რაღაც ნაპერწკალი უნდა გაგიჩნდეს.
ჩვენი კლუბი ჩემპიოთა ლიგის გარეშე 7 წელიწადი იყო. ჯერ იქ მოხვედრა გინდა, ხოლო შემდეგ ნახევარფინალში და ფინალში გასვლა. ჩვენ ეს ძალიან გვინდოდა, მაგრამ ბევრ გუნდს ამისთვის 6-7 წელიწადი ჭირდება. თუმცა, ამასთანა ძალიან ახლოს ვიყავით“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს TNT Sports.
ლაშა თაბაგარი