ზურიკო დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ში თავისი მე-5 გოლი გაიტანა. 32-ე ტურში „ბორდომ“ „ბასტიას“ უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა.
44-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 0:3 აგებდნენ, ჟირონდელებმა კუთხური გაითამაშეს, ხოლო საჯარიმო პედრო დიასის გადაცემა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა გოლით დაასრულა – 1:3. მანამდე, „ბორდომ“ სამი ბურთი საწყის 32 წუთში გაუშვა. მეორე ტაიმის დაწყებიდან ერთ წუთში ლივოლანმა ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა.
მიმდინარე სეზონში დავითაშვილმა ლიგა 2-ში ჩატარებულ 30 მატჩში 5 ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა. „ბორდო“ 41 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





