კაშიამ და კანკავამ სლოვაკეთის ჩემპიონატი ზედიზედ მესამედ მოიგეს

0
31

გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ სლოვაკეთის ჩემპიონატი ზედიზედ მესამედ მოიგეს. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა ბრატისლავას „სლოვანმა“ შინ „დუინაისკა სტერდა“ მიიღო და გუნდებბმა ქულები გაიყვეს – 0:0. ეს ქულა ბრატისლაველებისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ ოქროს მედლები ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე მოეპოვებინათ, რადგან 67 ქულა აქვთ, ხოლო მეორეადგილოსან ტრნავის „სპარტაკს“ – 48.
განვლილი შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა კაშიამ შეუცვლელად ჩაატარა, ხოლო ექსკაპიტანი კანკავა განაცხადში არ იყო.
„სლოვანი“ დამოუკიდებელი სლოვაკეთის ჩემპიონი 18-ჯერ გახდა, ხოლო ყოფილი ჩეხოსლოვაკიის პირველობა 8-ჯერ მოიგო. ბრატისლაველებმა ოქროს მედლები ბოლო 6 სეზონის განმავლობში 6-ჯერ მოიგეს.
36 წლის კაშიამ სლოვაკეთის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვა. ის კარიერის განმავლობაში ასევე თითოჯერ ნიდერლანდების თასს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასს და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა.
38 წლის კანკავამაც სლოვაკეთის პირველობის ოქროს მედლები მესამედ დაისაკუთრა. მას კარეირაში სხვა ტიტული არ აქვს.
ლაშა თაბაგარი