სანიოლი: “მადლობა 26 მოთამაშეს და მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრებს”

0
36

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა თავის ინსტაგრამის გვერდზე მადლობვა გადაუხადა მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს იმ ემოციისთვის, რომელიც ევრო 2024-ზე გასვლით მიიღო.
„მადლობა 26 მოთამაშეს, რომლებმაც გამოიჩინეს უდიდესი დისციპლინა, შრომისუნარიანობა და სტაბილურობა. ასევე, მადლობა მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრებს, თქვენ მაჩუქეთ ყველაზე მძაფრი ემოციები ჩემს საფეხბურთო ცხოვრებაში. მადლობა, მადლობა, მადლობა, საქართველო!“.
საქართველოს ეროვნული გუნდი ზაფხულსი გასამართ ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში თურქეთს, ჩეხეთსა და პორტუგალიას შეხვდება.
ლაშა თაბაგარი