თბილისის „დინამო“ აშკარად კრიზისშია. ამას ის ფაქტი მეტყველებს, რომ ესპანელი ანდრეს კარასკოს გაწვრთნილმა გუნდმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო ხუთი მატჩიდან ვერცერთი მოიგო. მე-8 ტურში „დინამოს“ ფოთის „კოლხეთი“ მიიღო და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ. მანამდე, დინამოელებმა 2 თამაში ფრედ დაასრულეს და ამდენივე წააგეს. თბილისელებმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ ორჯერ გაიმარჯვეს. მათ ბოლოს 10 მარტს მე-3 ტურში შინ „ტორპედოს“ 1:0 აჯობეს.
„დინამო“ 9 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა, ხოლო დავით კვირკველიას ხელმძღვანელობით ფოთელებმა ამდენივე ქულა დააგროვეს და მე-6 პოზიციაზე იმყოფებიან.
დინამო თბ 0:0 კოლხეთი 1913
ლაშა თაბაგარი





