კვიპროსის ჩემპიონის ტიტულისთვის მებრძოლი აპოელი, რომელშიც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები მცველი ლაშა დვალი და ფორვარდი გიორგი ქვილითაია გამოდიან, შინ ყველაზე პრინციპულ მეტოქე „ანორთოსისთან“ 0;2 დამარცხდა.
დვალმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გუნდის კაპიტანის ქვილითაია მოედანზე 54-ე წუთზე შევიდა. აპოელს 66 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ ლარნაკას აეკ-ს ქულით სჯობს.
ავსტრიის ბუნდესლიგის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას განაგრძობს გრაცის „შტურმი“, რომელმაც შინ ლასკს 1:0 სძლია. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა მასპინძლების სასტარტოში ითამაშა და 78-ე წუთზე შეცვალეს. „შტურმი“ 29 ქულით მე-2 ადგილზე და მოქმედ ჩემპიონ „ზალცბურგს“ 3 ქულით ჩამორჩება.
„ატლანტა იუნაიტედმა“ გასვლაზე „ნიუ იორკ სიტისთან“ 1:1 ითამაშა. ჩვენი ეროვნული გუნდის გარემარბი საბა ლობჟანიძე ატლანტელტა სასტარტოში იყო და 81-ე წუთზე შეცვალეს. „ატლამტა იუნაიტედი“ MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში 15 გუნდს შორის მე-6 ადგილზეა.
უკრაინის პრემიერლიგის 23-ე ტურში დონეცკის „შახტარმა“ შინ „რუხს“ 3:1 აჯობა. მასპინძლებში საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველმა ირაკლი აზაროვმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მარჯვენა მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი თადარიგში იყო, მაგრამ თამაშში არ ჩართულა. მოქმედი ჩემპიონი „შახტარი“ 49 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერობს.
ლაშა თაბაგარი





