შერმადინმა და “ტენერიფემ” პირველი მეოთხედფინალი მოიგო

0
41

ფიბას ჩემპიონთა ლიგაში მეოთხედფინალური სერიები დაიწყო.
მეოთხედფინალური სერია გამარჯვებით დაიწყო გიორგი შერმადინის ტენერიფემ, რომელმაც სერიის პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე გამართა და თურქული თოფაში 83:78 დაამარცხა. თურქეთში 10 აპრილს მოგების შემთხვევაში შერმადინი და მისი პარტნიორები ოთხთა ფინალში გავლენ, თოფაშის წარმატების შემთხვევაში კი მესამე ორთაბრძოლა დაინიშნება, რომელიც ტენერიფეში ჩატარდება.
თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მაგრამ ბოლო მეოთხედში უკეთესად მასპინძლები გამოიყურებოდნენ. თურქულმა გუნდმა სირენამდე 3 წუთით ადრე ანგარიში კი გაათანაბრა (70:70), მაგრამ დარჩენილ დროში მეტი ვერ შეძლო. ტენერიფემ თამაშის გამარჯვებამდე მიყვანა მაინც მოახერხა და ამაში მთავარი წვლილი მარსელინიო უერტასსა და გიორგი შერმადინს მიუძღვით. ბრაზილიელმა 30 ქულა (11/18 თამაშიდან) და 8 მოხსნა მიითვალა, ქართველმა კი, რომელმაც სათადარიგო სკამიდან ითამაშა და მოედანზე ჯამში 22:21 წუთი დაყო, თამაში 18 ქულით, 5 მოხსნითა და 1 პასით დაასრულა. ტენერიფეს 35 წლის ქართველმა ცენტრმა 7-იდან 4 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ხაზიდან კი უშეცდომო იყო – 10-იდან 10.
სერიის საპასუხო მატჩი 10 აპრილს, ქალაქ ბურსაში გაიმართება.